ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები", რომლის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძეა, საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ.
"ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა. თუ სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც უშუალოდ გამყიდველებზეა გათვლილი.
როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?
არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ გაურკვეველ ბმულებზე:
მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ:
როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო," - ნათქვამია განცხადებაში.