ირანის წინააღმდეგ დასკვნით ფაზაში შევდივართ - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, მისი იზოლაციის გაზიარებას უნდა ელოდოს, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაუძლურებული რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, უნდა ელოდოს იმას, რომ მის იზოლაციას გაიზიარებს. თეირანთან ნებისმიერი სახის შემორჩენილი კავშირი დააჩქარებს ქვეყნებისა თუ სუბიექტების გარიყვას, მიუხედავად იმისა, ეს კავშირი განზრახ არის დამყარებული თუ თვითნებურად უგულებელყოფილი. ეს ქვეყნები რეჟიმის დაშოშმინების პოლიტიკას უსაფრთხო გზად თვლიან, თუმცა უკეთესი იქნება, თუ რეჟიმის მხარდაჭერის შედეგებს გაითვალისწინებენ“, - აცხადებს ბესენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს.