საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა.
ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.
ლადო შველიძე:
- ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.
სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა, არ ვიცით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს სამივეს ცხედარი და ექსპერტები იტყვიან რეალურად რით გარდაიცვალნენ ისინი. ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპი. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. როგორც ვიცი, არ მუშაობდნენ... წაიკითხეთ ვრცლად