ავტორი:

"დამბლოკე და კონტაქტებიდან წამშალე" - ერლინგ ჰალანდის ახალი ვარცხნილობა და ფეხბურთის ვარსკვლავების სახალისო გამოხმაურებები: მისი გრძელი თმა წარსულს ჩაბარდა

"დამბლოკე და კონტაქტებიდან წამშალე" - ერლინგ ჰალანდის ახალი ვარცხნილობა და ფეხბურთის ვარსკვლავების სახალისო გამოხმაურებები: მისი გრძელი თმა წარსულს ჩაბარდა

ერლინგ ჰალანდის საფირმო გრძელი ქერა თმა აღარ არსებობს. "მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ახალი სეზონის წინ იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და თმა თითქმის ნულზე შეიჭრა.

  • 26 წლის ფეხბურთელმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა - "ახალი სეზონი - ახალი ვარცხნილობა“, - წერს ჰალანდი.

მან თმის შეჭრამდე გამომწერებს ძველი ვარცხნილობითაც მოაწონა თავი და სხვადასხვა სტილი მოირგო, თუმცა საბოლოოდ, ყველაზე თამამ ვარიანტზე შეჩერდა. სტილისტის სავარძელში თავდაპირველად თავადაც შესამჩნევად ნერვიულობდა, მაგრამ შედეგის ნახვის შემდეგ გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა.

ახალი ვარცხნილობის მთავარი გამოცდა კი მეგობრებისა და კოლეგების რეაქცია აღმოჩნდა.

  • Oasis-ის წევრმა ნოელ გალაჰერმა ჰალანდს უთხრა, რომ ახლა 17 წლის ბიჭს ჰგავდა და დასძინა, რომ ცვლილებები ყოველთვის კარგია. "მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ჯეკ გრილიშმა კი იხუმრა, ათი წლის ბავშვს ჰგავხარო.

ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჰალანდის ახალი იმიჯი განსაკუთრებით სახალისოდ შეაფასა. თითქმის გამელოტებულმა ესპანელმა ფეხბურთელს უთხრა, რომ იღბლიანი იყო, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა ამდენი თმა.

თუმცა ჰალანდისთვის ყველაზე საინტერესო რეაქცია ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან უნდა ყოფილიყო.

საქმე ისაა, რომ შვედმა ფეხბურთელმა ჰალანდს წარსულში პირდაპირ ურჩია, გრძელი თმა არასოდეს შეეჭრა.

"ზლატანმა მითხრა: არასოდეს შეიჭრა - მთელი შენი ძალა თმაშია“, - გაიხსენა ჰალანდმა სტილისტთან მისვლამდე.

  • ამიტომ, სანამ მაკრატელს საბოლოოდ გამოიყენებდნენ, ფეხბურთელი თავადაც აღიარებდა, რომ ცოტა ნერვიულობდა. მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩს ვიდეოზარითაც დაუკავშირდა.

ზლატანის რეაქცია ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ჰალანდი ელოდა.

"ეს რა გააკეთე? სანაძლეო წააგე თუ რა?“ - ჰკითხა მან ფეხბურთელს და ხუმრობით ურჩია, მისი ნომერი დაებლოკა და კონტაქტებიდანაც წაეშალა.

ახლა ჰალანდს ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - დაამტკიცოს, რომ მისი საფირმო გოლეადორული ფორმა ნამდვილად არ ყოფილა დამოკიდებული ნახევარმეტრიან ქერა თმაზე.