ავტორი:

"ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ..." - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ექსპრემიერისთვის ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ

"ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ..." - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ექსპრემიერისთვის ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას მისი ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვერსიაში მნიშვნელოვან წინააღმდეგობაზე მიუთითებს.

  • თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანაშაული 2023 წელს მოხდა და ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც, სწორედ 2023 წელს, ზურაბ ტუკვაძემ წყნეთში მდებარე აგარაკი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, გადაუფორმა.

"სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის - ჯუანშერ ბურჭულაძემ…“ - წერს თამაზაშვილი. ლექსო თამაზაშვილი შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

ლექსო თამაზაშვილი:

"როგორც პროკურატურა ამტკიცებს, დანაშაული 2023 წელს მოხდა, ხოლო მოწმე ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი, რამდენიმე ეტაპად, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა.

ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ იმავე 2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.

სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის - ჯუანშერ ბურჭულაძემ…

წაიკითხეთ ასევე: