ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის კუნალ ჩანდგუდემ iPhone განვადებით შეიძინა, თუმცა მისი ყოველთვიური გადასახადების დაფარვა გაუჭირდა. მორიგი შენატანისთვის ბიჭმა მშობლებს ფული სთხოვა, რასაც ოჯახში მწვავე კამათი მოჰყვა.
სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მყოფები ბიჭს ეუბნებოდნენ, რომ თუ ტელეფონის შენარჩუნება უნდოდა, ამ საქმეს მოუგვარებდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის კიდეც შეთავაზება: "თუ iPhone გინდა, აიღე“, რის შემდეგაც მას iPhone 15 Pro-საც ჰპირდებიან. თუმცა კუნალი მაინც უარზე იყო და ამბობდა, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ცხედრები ამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.