ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა. ამ უკანასკნელმა თანამდებობაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით ვარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის იანვარში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი ფლობს 370 კვ.მ ბინას და 43 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, რომელიც 2019 წელს შეიძინა. ამასთან, 1089 კვ.მ აგარაკს კოჯორში, რომელიც მან 2020 წელს ჩუქებით მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ვარდიაშვილს საბანკო ანგარიშზე ჯამში ჰქონდა 192 ლარი, ნაღდი ფულის სახის კი 75 000 დოლარის და 15 000 ლარის დანაზოგი... წაიკითხეთ ვრცლად