ავტორი:

“გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები - ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე“ - ალექსანდრე თამაზაშვილი

“გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები - ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე“ - ალექსანდრე თამაზაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ ექსპრემიერი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს.

“ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი “მეგობრის“ მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე.

დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს …“ - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.