პოლიცია და მეხანძრე-მაშველები დასავლეთ სასექსში (ინგლისი), როუფანტში მდებარე “Caldyne Business Park“-ში შაბათს, საღამოს 9 საათის შემდეგ გამოცხადდნენ. ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ებრძვიან მეხანძრეები გიგანტური ცეცხლის ალს. ქალაქ კროულთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან კი ღამის ცაში შავი კვამლის სქელი ღრუბელი ადის.


“UK Power Network“-მა დაადასტურა, რომ ინციდენტის ლიკვიდაციის დროს 2,000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება იძულებით შეუწყდა. ტერიტორიას ავტომობილების დასატოვებლად ძირითადად “გატვიკის აეროპორტის“ მგზავრები იყენებენ.


დასავლეთ სასექსის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ “ხანძარმა დაახლოებით 140 ავტომობილი გაანადგურა“. მედიასთან საუბრისას შეშფოთებულმა მძღოლები აცხადებდნენ, რომ ავტოსადგომის კომპანიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და არ იციან, დაზიანებულია თუ არა მათი ტრანსპორტი.


სასექსის პოლიციის ცნობით, ხანძრის გაჩენის ეჭვით 67 წლის მამაკაცი იქნა დაკავებული, რომელიც მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მეხანძრეების თქმით ცეცხლი ჯერ სახელოსნოს, შემდეგ ელექტრო და სატვირთო ავტომობილებსა და აირის ბალონებს მოედო.