ავტორი:

თბილისის ზღვაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო - ტრაგედიის რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისის ზღვაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო - ტრაგედიის რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. MarneuliNews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.

თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.