უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
დღესვე, თბილისში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით მსვლელობა გამართეს.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.