ქუთაისის პროკურატურასთან, 2 წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს.
ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

გარდაცვლილის დედა, ნინო გვიშიანი აღნიშნავს, რომ თემო ხადურს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
"რატომ მოკლეს?! დევნა იყო პოლიციელების ჩემს შვილზე და იქ დამთავრდა, აღარ ჩანს. გარდაცვლილ თემო ხადურს სამი დღის მერე ნახულობენ. ლპობის შედეგად, დედამ შვილი ვერ დავიტირე, იცით ეს რას ნიშნავს?! საღსალამათი ანგელოზი შვილი სახლიდან გავუშვი. ვერ გამაჩერებთ! გავგიჟდი უკვე, ამას თუ ელოდებოდით.
ანუ, სამედიცინო ექსპერტი არის ჩემთვის არაფრის მომცემი - ნაბეგვი, გალახული, დარტყმული ბლაგვი საგანი და მერე ჩაგდებული წყალში, სამი დღის განმავლობაში სიცხეში, რომ ეს კვალი დაეფარათ," - აცხადებს თემურ ხადურის დედა.
ცნობისთვის, თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.