ავტორი:

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს 15:20-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ქვემო არანისი, ჩინთი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.