ავტორი:

“აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას“ - დონალდ ტრამპი

“აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას“ - დონალდ ტრამპი

“აშშ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას სერიოზულად განიხილავს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

  • დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატისა და კანადის ონტარიოს პროვინციის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას “ამერიკის ტბას“ დაარქმევს.

“აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას, რადგან ჩვენ ონტარიოსთან საქმიანობას აღარ ველით“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მხარეებმა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს.