ავტორი:

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, ტორნადომ სახლები დააზიანა - დაშავდა ათეულობით მოსახლე, ელექტროენერგიის გარეშე კი ათასობით აბონენტი დარჩა

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, ტორნადომ სახლები დააზიანა - დაშავდა ათეულობით მოსახლე, ელექტროენერგიის გარეშე კი ათასობით აბონენტი დარჩა

ორშაბათს, სამხრეთ საფრანგეთში ამოვარდნილმა ტორნადომ 100-მდე სახლი დააზიანა, დაშავდა ათობით ადამიანი, ხოლო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი პრეფექტურის ინფორმაციით, ქარიშხალი პირინეის მთისწინეთში მდებარე სოფელ პომასს ორშაბათს, ნაშუადღევს დაატყდა თავს და ძირითადად სახლების სახურავები დააზიანა.

არსებული მონაცემებით, ელექტროენერგია კვლავ 2 800-მდე ოჯახს არ მიეწოდებოდა, ხოლო რამდენიმე საავტომობილო გზა ჩაიხერგა.

წყარო