ავტორი:

საზარელი თავდასხმა ჰაიტის დედაქალაქში - შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სულ მცირე 47 ადამიანი მოკლა, არიან დაშავებულები: კრიმინალური ქრონიკის დეტალები

საზარელი თავდასხმა ჰაიტის დედაქალაქში - შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სულ მცირე 47 ადამიანი მოკლა, არიან დაშავებულები: კრიმინალური ქრონიკის დეტალები

24 აგვისტოს, გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ჰაიტის დედაქალაქთან შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა სულ მცირე 47 ადამიანი მოკლეს, 22-ზე მეტმა კი სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

ჰაიტიში გაეროს ინტეგრირებულმა ოფისმა განაცხადა, რომ მონაცემები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

კენსკოფის მთიან დასახლებაზე, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობის გამო დედაქალაქისკენ მიმავალი გზებს აკონტროლებს, გასული წლიდან მოყოლებული შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

მიუხედავად უცხოური სახელმწიფოების მცდელობისა, გაეძლიერებინათ ადგილობრივი პოლიცია. წლების განმავლობაში, ფართო ალიანსში გაერთიანებულმა ძლიერმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჰაიტის დედაქალაქზე გავლენა გაიმყარეს და მეზობელ რეგიონებშიც გავრცელდნენ.

იმის ფონზეც როდესაც ჰაიტის მთავრობა “საშინელ თავდასხმაs“ გმობს და მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ჰპირდება, ადგილობრივები პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ვერ დაიცვეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის განყოფილებიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მოკლეს.

გაეროს შეფასებით, 2025 წლის დასაწყისში, ორ თვეში კენსკოფზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200 სახლი განადგურდა ან ცეცხლს მისცეს, ხოლო 3,000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

მას შემდეგ კიდევ თითქმის ათი თავდასხმა მოხდა, მათ შორის გაუპატიურების, გატაცების, ხანძრის გაჩენისა და შინაური პირუტყვის ქურდობის ფაქტები.

ზოგიერთი ადგილობრივის თქმით, ღამით რამდენიმე ათეული პოლიციელი შეიარაღებული პირების მოგერიებას შეეცადა, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. მათ ასევე დასძინეს, რომ დაღუპულებს შორის დაჯგუფების წევრები არ ამოუცნიათ.

ძალადობამ შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ჰაიტი დეკემბერში არჩევნების ჩატარებას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი იქნება. შეიარაღებული დაჯგუფებების გავლენის გაფართოების გამო, დაგეგმილი არჩევნები უკვე არაერთხელ გადაიდო.

წყარო