ავტორი:

დრონებით თავდასხმის შედეგად, რუსეთში Wildberries-ის კიდევ ერთი ობიექტი იწვის: 10-მდე აფეთქება და დიდი ხანძარი -  რას წერს უკრაინული მედია?

დრონებით თავდასხმის შედეგად, რუსეთში Wildberries-ის კიდევ ერთი ობიექტი იწვის: 10-მდე აფეთქება და დიდი ხანძარი -  რას წერს უკრაინული მედია?

რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში მარკეტპლეის Wildberries-ის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრზე წუხელ დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მინიმუმ 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. აფეთქებამ ერთ-ერთ რაიონში ხანძარი გამოიწვია.

მონიტორინგის არხების მონაცემებით, Wildberries-ის კოტოვსკში მდებარე ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტია.

მან ფუნქციონირება 2025 წელს დაიწყო და სრულად ამოქმედების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ 54 მილიონი ერთეული საქონლის შენახვას შეძლებდა.