რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში მარკეტპლეის Wildberries-ის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრზე წუხელ დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მინიმუმ 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. აფეთქებამ ერთ-ერთ რაიონში ხანძარი გამოიწვია.
მონიტორინგის არხების მონაცემებით, Wildberries-ის კოტოვსკში მდებარე ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტია.
მან ფუნქციონირება 2025 წელს დაიწყო და სრულად ამოქმედების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ 54 მილიონი ერთეული საქონლის შენახვას შეძლებდა.