ავტორი:

რატომ ჩავიდა CIA-ს ხელმძღვანელი რუსეთში - ოფიციალური მოსკოვის პირველი კომენტარი: რა უთხრა დიმიტრი პესკოვმა Washington Post-ს?

რატომ ჩავიდა CIA-ს ხელმძღვანელი რუსეთში - ოფიციალური მოსკოვის პირველი კომენტარი: რა უთხრა დიმიტრი პესკოვმა Washington Post-ს?

BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა, ტელეკომპანია CBS-მა, ასევე სხვა დასავლურმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა წყაროებზე დაყრდნობით გავრცელეს ინფორმაცია, რომ 25 აგვისტოს მოსკოვს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი ეწვია. Flightradar24-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დილით ნამდვილად ჩაფრინდა მოსკოვში, იქ დაახლოებით ცხრა საათი დაყო, რის შემდეგაც უკან გაფრინდა. ოფიციალურად არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს ამერიკის ხელმძღვანელობიდან ვინმეს რუსეთში ვიზიტის შესახებ წინასწარ არ განუცხადებიათ.

პირველი კომენტარი ვიზიტზე მოსკოვმა გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

"კითხვაზე, რა არის რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა The Post-ს განუცხადა, რომ ეს "უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება“, - წერს გამოცემა.

იხილეთ ასევე: