აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, იმ განმცხადებლებმა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრებები უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები მიიღეს, რომ გასაუბრებები გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უწყება ვიზების გაუქმებას გეგმავს უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზებით შევიდნენ, ხოლო შემდეგ თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს. შესაძლოა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000-მდე ადამიანის ვიზა გააუქმოს.
"თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა.