როგორი შეგრძნება იქნებოდა, არქტიკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ძლევამოსილი მტაცებლის წინაშე პირისპირ ყოფნა?
ეს საოცარი ფოტო გვაჩვენებს ცხოვრებას სელაპის თვალით.
ნორვეგიელი ველური ბუნების ფოტოგრაფის, აუდუნ რიკარდსენის მიერ გადაღებულ სურათს "ველური ბუნების წლის ფოტოს“ კონკურსზე ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.
ამის შემდეგ რიკარდსენი კიდევ რვა საათი ელოდა, სანამ დათვი ადგილს დატოვებდა, რათა კამერა ამოეღო და გადაღებული კადრები ენახა.
"როდესაც გადაღებული მასალა ვნახე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ვყვიროდი კიდეც, ალბათ, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა პოლარული დათვი გავაღვიძე", - იხსენებს ფოტოგრაფი.