ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაშია ნათქვამი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი დაჯილდოვდა „ადამიანების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში, უკრაინისა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში გამოჩენილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის“.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარება სთხოვა, რათა ილონ მასკმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის Starlink-ის ქსელის გამოყენების ნებართვა მისცეს.