შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძესთან ერთად მოგზაურობას აგრძელებს. იტალიაში, კომოს ტბაზე გამართული ქორწილისა და პარიზში გატარებული თაფლობის თვის შემდეგ, წყვილი ამჯერად მონაკოში, მონტე-კარლოში იმყოფება.
შორენა სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველ ვიდეოსა და ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთ ბოლო კადრში კი ის ვერტმფრენის ბორტზეა, საიდანაც მონაკოსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ხედებით ტკბება.

ვიდეოში ჩანს, რომ შორენა და მისი მეუღლე სავარძლებში სხედან, მათ სპეციალური საავიაციო ყურსასმენი უკეთიათ და უსაფრთხოების ღვედით არიან დამაგრებული. კადრში ასევე ჩანს პილოტი, რომელიც ვერტმფრენს მართავს.
მონაკოში ვერტმფრენით გასეირნება საკმაოდ პოპულარული ტურისტული გამოცდილებაა და მსურველებს რამდენიმე ტიპის ფრენას სთავაზობს.

მაგალითად, კომპანია Monacair-ის ოფიციალური ტარიფების მიხედვით, მონაკოს თავზე 10-წუთიანი საერთო პანორამული ფრენა ერთ ადამიანზე 95 ევრო ღირს, ხოლო 20-წუთიანი - 180 ევრო. ასეთ შემთხვევაში ვერტმფრენში სხვა მგზავრებიც იმყოფებიან.
მონაკოში ვერტმფრენი მხოლოდ ტურისტული გასეირნებისთვის არ გამოიყენება. მაგალითად, ნიცის აეროპორტიდან მონაკოს ჰელიპორტამდე ფრენას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება.
Monacair-ის ოფიციალურ ინფორმაციაში ამ მიმართულებით ბილეთის ფასი ამჟამად 195 ევროდან იწყება ერთ მგზავრზე. კომპანია ამ სერვისს ნიცასა და მონაკოს შორის სწრაფ ალტერნატივად სთავაზობს მოგზაურებს.

კერძო ფრენის შემთხვევაში თანხა, ბუნებრივია, გაცილებით იზრდება. Monacair-ის მიმდინარე შეთავაზებებში ნიცა-მონაკოს კერძო ფრენა 750 ევროდან იწყება, თუმცა ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ მომსახურებასა და ვერტმფრენის ტიპზე.

შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის შემთხვევაში უცნობია, ტურისტული პანორამული ფრენა აირჩიეს, კერძო ვერტმფრენი დაიქირავეს თუ სხვა ტიპის მომსახურებით ისარგებლეს.
ის რაც ნამდვილად ჩანს, წყვილის მოგზაურობა მონტე-კარლოში მხოლოდ ზღვისა და ქალაქის ქუჩებით არ შემოიფარგლება. მათ მონაკოს სანაპიროს ზემოდან, ვერტმფრენიდან დათვალიერებაც გადაწყვიტეს.