მორიგი მსხვერპლი უკრაინაში - რუსებმა ჩერნიგოვს დაარტყეს, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი

მორიგი მსხვერპლი უკრაინაში - რუსებმა ჩერნიგოვს დაარტყეს, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი

რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 49 წლის ქალი და 4 წლის გოგონა დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღეს დილით მტერმა ქალაქზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად კერძო საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა. ასევე დაზიანდა დამხმარე შენობები. ხანძარი ახლომდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა“, - განაცხადა ჩერნიგოვის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბრიჟინსკიმ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაშავდა და ორი ადამიანი - ქალი და 4 წლის ბავშვი - დაიღუპა.