ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.
"ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ.
მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით - კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ.
დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.