ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების ავტომობილი, თანამშრომელს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასუფთავების ავტომობილს უკუსვლით მოძრაობდა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.