ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.
"წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, - ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.
"დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდიდობა მოჰყვა“, - აღნიშნა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.