“მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება“, - ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისის მერია“ ავრცელებს. მათი განცხადებით, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.
“მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




