“კოლორადოს მთებში სასწავლო წვრთნების დროს, ავიაინციდენტის გამო, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც ოთხი სამხედრო იმყოფებოდა“, - იუწყებიან აშშ-ს ოფიციალური სამხედრო პირები.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში წაქცეულ ხეებს შორის ძლიერ დაზიანებული ვერტმფრენი მოჩანს, ავარია სამშაბათს დილით, დენვერის მახლობლად, თოროდინის მთის აღმოსავლეთ კალთაზე მოხდა. სასწაულებრივად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
გილპინის ოლქის შერიფის ოფისმა, რომელმაც ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 11:30 საათზე გავრცელა, დაადასტურა, რომ ინციდენტს საწვავის ჟონვა ან ხანძარი არ მოჰყოლია.