ავტორი:

"მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივის ეზოში შევარდა" - რა მოხდა ოზურგეთში, სადაც ავარიას მოზარდი გოგონა ემსხვერპლა?

"მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივის ეზოში შევარდა" - რა მოხდა ოზურგეთში, სადაც ავარიას მოზარდი გოგონა ემსხვერპლა?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი 16 წლის გოგონა მარიამ ჩოთირიძე, საუბედუროდ, კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. როგორც კლინიკა "მედალფაში“ ამბობენ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ოთხი მოზარდი.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:

"ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ქალა-ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ღვიძლის დაზიანება და სხვა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. დაშავებული ოთხი მოზარდი კლინიკაში იმყოფება სხვადასხვა სახის მოტეხილობებითა და ჭრილობებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის," - ამბობენ კლინიკაში.

ავარიის შედეგად დაღუპული 16 წლის მარიამ ჩოთირიძე თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობდა. როგორც გვითხრეს, გოგონა სოფელ გომში სტუმრად იყო ჩასული. ადგილობრივების თქმით, მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. დაშავებული სამი ახალგაზრდა სოფელ გომში ცხოვრობს, ერთი კი სოფელ წითელმთიდანაა.

“ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით. ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს, რა უნდა ვუთხრა მის დედას, მისი ოჯახის წევრებს?! ვერც ვკითხულობ დეტალებს, ისე განვიცდი ამ ამბავს. ჩვენს უბანში, ნახალოვკაში დიდი თუ პატარა ყველა ტირის, ისეთი კარგი ბავშვი იყო მარიამი. ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა, მას გულის მანკი ჰქონდა, ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ჩემი შვილის მეგობარია მარიამი, უკარგესი ცქრიალა გოგო, არ ვიცი, როგორ ვუთხრა სამძიმარი მის დედას, რომელმაც მეორე შვილი დაკარგა. სიტყვები არ მაქვს,”- ამბობს ჩვენთან საუბარში მეზობელი. გააგრძელეთ კითხვა