ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნახსენები წერილი სიმართლე იყო - თან ან უზენაესის ნებართვის გარეშე გააკეთეს ან მის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, რომ ღარიბაშვილის ასე დაჩაგვრას არაფერი მოჰყვებოდა, ჰოდა ამიტომ უჩი მატა ჩაუტარეს! - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტიკიდან წასვლას ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.
მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მდინარაძის ამბავს გაგრძელება ექნება.
“ჭკუას როგორ ვერავინ ვერ სწავლობთ, თქვე მართლა უვიცო უნამუსოებო!? თან კაი საქმეები ვაკეთეო კაცო, თან რა უტიფარია ტიპი! რით შეხვედი ისტორიაში, შენზე რა კადრები ემახსოვრებათ, იცი მაინც? ალეკომ რომ გაგილაწუნა კომიტეტის სხდომაზე, იმით! ეჭვი მაქვს "მამუკა გალაწუნებულად“ დარჩები.
ბიძინას ვესაუბრე, არ მიშვებდა და მე დავიჟინეო. ჰოო, შენს ამბავსაც, ეჭვი მაქვს, გაგრძელება ექნება“, - წერს ირაკლი მელაშვილი.
მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.