ავტორი:

"უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, სექტემბერში შედგეს" - კირილ ბუდანოვი

"უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, სექტემბერში შედგეს" - კირილ ბუდანოვი

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, სექტემბერში შედგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ასევე, მისი თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა ამერიკულმა მხარემაც უნდა მიიღოს.

"ალბათ, სექტემბერში. ამის იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ამერიკელებთან ერთად. მათ გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.