ავტორი:

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა - 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა - 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ნეპალის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება - მათი უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ტიბეტში დადასტურებულია 3 ადამიანის გარდაცვალება, სულ მცირე 558 კი დაკარგულად ითვლება.

მაშველები ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისვლას ცდილობენ და ამ დროისთვის ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობა შესაძლოა, მყინვარის ჩამოშლამ და ნამსხვრევების ნაკადმა გამოიწვია. ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ არსებობს საშიშროება წყალდიდობის შესაძლო მეორე და მესამე ტალღების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მდინარეებში მოხვედრილმა ნამსხვრევებმა გამოიწვიოს.