ავტორი:

"კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან" - რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

"კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან" - რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ამ დრომდე არ შესულა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.