2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
"ხალხოო, ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალეს.
სინდისის პატიმარი, რომელიც სამარტოო საკანში, ძალიან რთულ გარემოში იხდიდა სასჯელს.
გამორჩეულად დაჩაგრეს, ბევრჯერ მოატყუეს…
თავისუფლების ბევრი მცდელობა იყო და არაფერი გამოდიოდა.
ძალიან მაგარი ამბავია!
ფრიდონს გაუმარჯოს, მის თავისუფლებას გაუმარჯოს“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, ბუბუტეიშვილმა მეხანძრე-მაშველს ქვა ესროლა, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. სამართალდამცველებმა ის 2024 წლის 15 მაისს დააკავეს.