უბედური შემთხვევა დატრიალდა რაჭაში. 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ჯონი სიხარულიძე, რომელიც რაჭაში სტუმრად იყო ჩასული, სავარაუდოდ ჩანჩქერთან დაშავდა და ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, ბიჭს სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა:
“ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, გორესუბანში ყოფილა სტუმრად. 25 წლის არის, რუსთავიდან. პოლიციაც ჩართული იყო სამძებრო საქმეში და სამწუხაროდ დღეს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ჩანს, ჩანჩქერშია გადავარდნილი. სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ქვაზეა დაცემული, ეტყობა თავი დაარტყა. შემდეგ გარდაცვლილია. გარდაცვლილი იპოვეს წყალში. მარტო არ ყოფილა, მაგრამ ზემოთ ასულა სათავეს ვნახავო და რომ დააგვიანდა ჩამოსვლა, ავიდნენ სხვებიც, ეძებეს და ვერსად ნახეს. მერე ატყდა განგაში და საუბედუროდ გარდაცვლილი ნახეს. როგორც ჩანს, ფეხი აუცდა და მერე გადავარდა”:,- ამბობს ადგილობრივი.
“ეს ადგილი სადაც ეს ჩანჩქერია საშიში არ არის, მისასვლელი ნორმალურია. ბევრი ტურისტი მიდის, არ ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო. ცივი წყალია უბრალოდ. დიდი ტრაგედიაა, მეც დღეს შევიტყვე და დაზუსტებით არაფერი ვიცი, ვუსამძიმრებ ოჯახს”. - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი... წაიკითხეთ ვრცლად