ნატო-ს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციებზე არ ვარ შეშფოთებული, პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციაზე ჰკითხეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტს “სტანდარტული საქმიანი” უწოდა და გაოცება გამოთქვა მედიაში ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
“რეტკლიფი თავის ანალოგიური თანამდებობის რუსებს ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ხვდება. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მესიჯი არ იყო და უჩვეულო არაფერი არ იყო”, - განაცხადა ტრამპმა.