მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნიდან პოლონელი გულშემატკივარი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი აქვეყნებს.
შემთხვევა იბერია - იაგელონიას მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც პოლონელი ფეხბურთელები თავისი გულშემატკივრების ტრიბუნასთან გამარჯვების აღსანიშნად მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, გადმოვარდნილ გულშემატკივარს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გულშემატკივარი გონზე იყო.