ავტორი:

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა საბა ჯიქიაც

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა საბა ჯიქიაც

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.