ავტორი:

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ 2 მსჯავრდადებული შეიწყალა - გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე თავისუფლები არიან

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ 2 მსჯავრდადებული შეიწყალა - გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე თავისუფლები არიან

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ 2 მსჯავრდადებული შეიწყალა - 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე თავისუფლები არიან.

მათ რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.

ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან, ასევე, სხვადასხვა აქციების დროს დაკავებულები - საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე და დავით ხომერიკი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 226 პირი შეიწყალა.