აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავის თავს აშშ-ის ისტორიაში "უდიდეს“ პრეზიდენტად ასახელებს.
"დიდების“ კატეგორიაში შედიან აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი.
ამასთან, მისი აზრით, "საშუალო“ პრეზიდენტები არიან ბილ კლინტონი, ჯონ კუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რუტერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბიურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.
ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი "საშუალოზე დაბალ“ კატეგორიაში მოხვდნენ.
ტრამპის სიის "წარუმატებლების“ კატეგორიაში შედიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი.