ავტორი:

არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილიც შეიწყალა

არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილიც შეიწყალა

"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა- შენახვას გულისხმობს.

მას მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი კაჭკაჭაშვილი იმ პირთა შორისაა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.