ავტორი:

“ახალგაზრდა კაცია მოკლული, როგორც ვიცით, 2 დღის წინ გადმოკვეთა საზღვარი“ - ახალი დეტალები ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე: რას ჰყვებიან ადგილობრივები

“ახალგაზრდა კაცია მოკლული, როგორც ვიცით, 2 დღის წინ გადმოკვეთა საზღვარი“ - ახალი დეტალები ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე: რას ჰყვებიან ადგილობრივები

ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

  • როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა - რუსეთის მოქალაქეს საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება.

“ახალგაზრდა მამაკაცი არის მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც ვიცით, 2 დღის წინ აქვს გადმოკვეთილი რუსეთის საზღვარი. ამბობენ, რომ "სპარში" დაიწყო დაპირისპირება და ამის შემდეგ, კამერებით, ბარათაშვილის მიმართულებით მოდიან. კამერა აქ არსად არ მუშაობს და ვერ მოხდა იდენტიფიკაცია, რა მოხდა და რა ვითარებაში. აქვე ვცხოვრობ, მაგრამ დაპირისპირების ხმა არ ყოფილა. 40-წლამდე იქნება," - ამბობს მოქალაქე.

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო: ტვ პირველი