ავტორი:

ნეპალის პოლიციამ დააკავა 2 მამაკაცი, რომლებიც წყალდიდობის მსხვერპლ ცხედრებს ძვირფას სამკაულებს პარავდნენ

ნეპალის პოლიციამ დააკავა 2 მამაკაცი, რომლებიც წყალდიდობის მსხვერპლ ცხედრებს ძვირფას სამკაულებს პარავდნენ

დამნაშავეები ვიდეოზე მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი ნეპალში, ამ კვირაში მომხდარი ისტორიული წყალდიდობის შედეგად დაღუპულ ადამიანებს სამკაულებს პარავდნენ.

25 წლის მადან გურუნგი და მისი თანამზრახველი, 38 წლის უმეშ ჩაუდჰარი, გასულ ხუთშაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ნეპალის პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცებმა ქალის ცხედრის ნაპირზე გამოსატანად ხის მორები გამოიყენეს, რის შემდეგაც გურუნგმა მას საყურეები მოგლიჯა.

თვითმხილველმა ამ ამაზრზენი საქციელის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე დამნაშავე ბჰარატპურის ავტოსადგურზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენეს თუ არა მათ ოფიციალური ბრალი.

ჩიტვანის პოლიციის უფროსი, რამეშვარ პაუდელი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ გარდაცვლილი მსხვერპლითვის ნივთების მოპარვა დაუსჯელი არ დარჩება.

წყარო