ავტორი:

უცნაური ძარცვა ვენაში - ორმა მამაკაცმა მუზეუმის ბილეთები შეიძინა, დარბაზში შესვლისას კი ვიტრინა ჩაამსხვრიეს და რამდენიმე მილიონ დოლარიანი ყელსაბამი გაიტაცეს

უცნაური ძარცვა ვენაში - ორმა მამაკაცმა მუზეუმის ბილეთები შეიძინა, დარბაზში შესვლისას კი ვიტრინა ჩაამსხვრიეს და რამდენიმე მილიონ დოლარიანი ყელსაბამი გაიტაცეს

ვენის პოლიციის განაცხადებით, ორმა მამაკაცმა ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში შესასვლელად ბილეთები შეიძინა, რის შემდეგაც ვიტრინა ჩაამსხვრიეს, 200-კარატიანი პლატინისა და ბრილიანტის ყელსაბამი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

  • ავსტრიული მედიის ცნობით, Van Cleef & Arpels-ის ყელსაბამის ღირებულება, რომელიც 673 ძვირფას ქვას შეიცავს, რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ევროპულ მუზეუმებზე თავდასხმების სერიიდან კიდევ ერთი ხმაურიანი ძარცვაა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცები ნიღბების გარეშე გადაადგილდებოდნენ, მუზეუმში შესასვლელი საფასური გადაიხადეს და სათვალთვალო კამერებშიც მკაფიოდ გამოჩნდნენ. შემდეგ მინის ვიტრინა ჩაქუჩით ჩაამტვრიეს, ძვირფასეულობა გაიტაცეს და უცნობი მიმართულებით მიიმალნენ.

MAK-ის მუზეუმმა ქურდობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა გამოძიების დასრულებამდე დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

ყელსაბამი ფრანგული ბრენდის, Van Cleef & Arpels-ის დიზაინერებისადმი მიძღვნილი გამოფენის ნაწილი იყო, სადაც 500-მდე ექსპონატი იყო წარდგენილი. გამოფენა 27 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ძარცვის გამო დაიხურა.

თავად სამკაული ეგვიპტის სამეფო ოჯახისთვის შეიქმნა. 1939 წელს იგი დედოფალ ნაზლის თავისი ქალიშვილის, ფაიზასა და ირანის მომავალი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქორწილში ეკეთა.

წყარო