ავტორი:

"მიმდინარეობს შესწავლა ამ პიროვნების [დაკავებულის] და მისი კავშირებიც უნდა დადგინდეს... ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება" - რას წერს ეკა ბესელია დაურ ბუავას საქმეზე

"მიმდინარეობს შესწავლა ამ პიროვნების [დაკავებულის] და მისი კავშირებიც უნდა დადგინდეს... ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება" - რას წერს ეკა ბესელია დაურ ბუავას საქმეზე

"ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება ვიდრე ყველა საეჭვო გარემოება არ გადამოწმდება სრულყოფილად" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. სწორედ ამ ორგანიზაციას წარმოადგენენ თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმის ადვოკატები.

"გამოძიების ვერსიები უნდა გადამოწმდეს ყველა მიმართულებით ძალიან დეტალურად. დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს შესწავლა ამ პიროვნების და მისი კავშირებიც უნდა დადგინდეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ჩემი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა და ჩვენი ადვოკატები ნათია მეზვრიშვილი და მარიამ თოდუა ცდილობენ ექსპერტის მოძებნას ამ საქმისთვის.

ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება ვიდრე ყველა საეჭვო გარემოება არ გადამოწმდება სრულყოფილად", - წერს ეკა ბესელია.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ.ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა.

კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები