რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება - მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის, როგორც უკრაინასთან ომში, ასევე მთელ რეგიონში და რომ, რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი გადამწყვეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა ტუსკმა.
ასევე, ტუსკის თქმით, CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი პოლონეთისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ CIA-ის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ამიტომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ქმედებების შესახებ ცნობები არ გვაკვირვებს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.