ავტორი:

რუსების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა - რას წერს უკრაინული მედია

რუსების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა - რას წერს უკრაინული მედია

რუსების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რუსული ძალების იერიშის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვი.

ასევე, მისი თქმით, რუსების დარტყმის ზონიდან 381 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.