ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე ახალი კონცეფცია წარადგინა, რომლის მიზანიც პროფესიული საბჭოს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობაა. განაგრძთ კითხვა