ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
“საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.